რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში
219 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 405 დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა
ავრცელებს.
უწყების თქმით, დაღუპულთა
მონაცემები 2 მაისის დილის შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა, გაზრდილია
დაშავებულთა რაოდენობა.
უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი,
139 ბავშვი დონეცკის რეგიონშია დაშავებული.
უკრაინაში 68 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები