2 მაისს ქუთაისში "გვირილობა",
იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.
ამ დღეს, ტრადიციულად, ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
წელს, ძლიერი წვიმის გამო სადღესასწაულო პროგრამა შეიცვალა და
ღონისძიებების რაოდენობა შემცირდა.
ნახეთ, რა ღონისძიებები ჩატარდება
დღეს ქუთაისში.
10:00 – 10:30 ქუთაისის
მიტროპოლიტის მეუფე - ბაგრატის საკათედრო ტაძარი,
კურთხევა;
10:45 – 11:00 ადგილობრივი საჯარო
პირების ძეგლების მონახულება პატივისცემის ნიშნად - ქუთაისის
სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან;
11:00 – 12:00 ქუთაისის საპატიო
მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია - თეთრი დარბაზი (ქუთაისის
მუნიციპალიტეტი);
12:00 – 18:00 ჭადრაკის ტურნირი
მოყვარულთათვის - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრი;
12:00 – 18:00 ქუთაისის ფოტოები XIX
საუკუნის დასასრულიდან და XX საუკუნის დასაწყისი - ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
12:00 – 18:00 ფოტოგამოფენა:
კაბინეტის ფოტოგრაფია ქუთაისში - ლადო მესხიშვილის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
12:00 – 18:00 თამარ ჯიხვაშვილის
ნამუშევრების გამოფენა - ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, DMO
იმერეთი;
12:00 – 18:00 გამოფენა: ოლიმპიური
ჩემპიონები და პრიზმენები ქუთაისიდან - ლადო მესხიშვილის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
13:00 - საჯარო ლექცია
"ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა" აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში;
13:00 – 18:00 საგაზაფხულო გამოფენა
– გალერეა "ვარლა";
14:00 -16:00 "წითელქუდა" -
თოჯინების თეატრი;
15:00 – 17:00 საგანმანათლებლო
ღონისძიება, ჰიგიენის კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია - სასტუმრო
"ბაგრატი 1003";
17:00 – 18:30 "გვირილობა- 2022"
კონცერტი - მ. ბალანჩივაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო ოპერისა
და ბალეტის თეატრი;
18:00 – 18:30 მაია ჩიბურდანიძის 60
წლის იუბილე - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრი;
18:00 – 19:00 ამერიკული ჯაზ ბენდის
კონცერტი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წითელ
დარბაზში;
18:30 – 19:30 ქუთაისის სიმღერისა
და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი - ლადო მესხიშვილის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
20:00 – 21:00 ქალაქური სიმღერების
საღამო მანანა მენაბდესთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად – სასტუმრო
"ბაგრატი 1003";
"გვირილობა" ქუთაისის ტრადიციული
დღესასწაულია. ყოველწლიურად ამ დღეს სხვადასხვა კულტურული, გასართობი
და სპორტული ღონისძიება იმართება. ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის
აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ
ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი
დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები