"ქუთაისში განვიხილავთ
ტექნოპარკის შექმნას, ჩვენი სურვილია, გაკეთდეს უნიკალური, ძალიან
თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, მსგავსი, როგორიც არის „სილიკონ ველი“
ამერიკაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში
ვიზიტის დროს.
მისი თქმით, IT -სპეციალობა
მსოფლიოში მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და სწორედ ამ
მიზნით, ქართველი ახალგაზრდები გადამზადების კურსს გაივლიან, რათა
შემდგომ დასაქმდნენ ამ სფეროში.
"აქტიურად განვიხილავ, რომ
ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას
ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის
ქუთაისელებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ; ამას, მინდა მივაბა
IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით
ახალგაზრდა. არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული
კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები,
რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი
ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო
ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი
მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და
სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა
პრემიერმა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის სადგური
მოინახულა. დღეიდან, 30 აპრილიდან, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო
მატარებლები კოპიტნარის აეროპორტთან გაჩერდებიან.
მასალის გამოყენების პირობები