2021 წელს ემიგრანტების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 34.6%-ით
გაიზარდა.
ინფორმაციას საქსტატი
ავრცელებს.
საქართველო გასულ წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა.
საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ქვეყანაში დაბრუნდა 39 526
მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო. შესაბამისად, უარყოფითმა
მიგრაციულმა სალდომ 25 966 შეადგინა.
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობამ 3 688 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი
პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
2021 წელს აღირიცხა უარყოფითი ბუნებრივი მატება (13 960 ადამიანით
მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (25
966 ადამიანით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა).
მასალის გამოყენების პირობები