მოქალაქეები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდებიან ან ქუთაისის
აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრებიან საქართველოს
რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებენ.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი რომელიც ქუთაისის
აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან,
ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და
კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის
მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს", -
ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის
აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
სადგურში სახელწოდებით „ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო
მატარებელი გაჩერდება.
მასალის გამოყენების პირობები