ქუთაისში კინოთეატრ „საქართველოში“ რეჟისორ ნინო ჟვანიას 2020
წლის სრულმეტრაჟიანი ფილმის "აღლუმის" ჩვენება
გაიმართება.
"აღლუმი" ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ გვიყვება. ციხიდან
ახლად გამოსული გურამი (გოგა პიპინაშვილი), ქუჩის რომანტიკოსი
მხატვარი თაზო (არჩილ ქიქოძე) და ავანტურისტი მსახიობი ტრულაილა (გუგა
კოტეტიშვილი) ერთ დღესაც სპონტანურად გზას ადგებიან, რომელიც
სხვადასხვა თავგადასავალში გახვევს მეგობრებს.
ნინო ჟვანია ქართველი რეჟისორი და Normafilm სტუდიის დამფუძნებელია.
"აღლუმი" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც
მაყურებელმა პირველად ტორონტოს კინოფესტივალზე იხილა.
ფილმის პრემიერა 2020 წელს ქუთაისშიც გაიმართა ქართული ფილმების
ფორუმის ფარგლეში.
ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან კითხვა-პასუხის
რეჟიმში.
"აღლუმის" ნახვა მაყურებელს 30 აპრილს, 19:00 საათზე შეეძლება.
ბილეთის ფასი: 2 ლარი.
კინოჩვენება "თანამედროვე ქართული კინო ქუთაისში"
პროექტის ფარგლებში მოეწყობა, რომელიც ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი
ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და ქუთაისის მერიის
ორგანიზებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები