მართვის მოწმობის გამოცდა 25 აპრილიდან ორეტაპიანი გახდა.
მსურველებმა გამოცდა რეალურ სივრცეში უნდა ჩააბარონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავდა ის მარშრუტები, რომელთა
გავლაც მომავალ მძღოლებს მოუწევთ.
ქუთაისში ოთხი მარშრუტი არის შერჩეული. ყველა მათგანი გუგუნავას
ქუჩიდან იწყება და ცენტრალურ გზატკეცილებს მოიცავს.
საგამოცდა მარშუტი
N1
საგამოცდო მარშუტი N2
საგამოცდო მარშუტი N3
საგამოცდო მარშუტი N4
პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის, დახურულ მოედანზე სპეციალური
მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი
დაჯავშნის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელ რიგს. მას უფლება ეძლევა
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით
ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების
მიღების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი მომდევნო გამოცდაზე
დაიშვება არაუადრეს 30 დღისა.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები
პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ:
ქუთაისის,რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის,საჩხერის,
ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი
ჯერჯერობით არ ჩატარდება ზუგდიდში. მიზეზი ქალაქში გზებზე მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა
ინტენსივობის გზაზე მოუწევს:
დაუსახლებელ პუნქტებში;
ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა
ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს
60 კმ/სთ სიჩქარით.
მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად
არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით
გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები