საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან $35 მილიონს მიიღებს.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა
წერილობითი კომენტარი ამერიკის ხმასთან გააკეთა.
"საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის
საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების
საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური
მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და
კიბერ-თავდაცვა", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის
წარმომადგენლის კომენტარში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, უცხოური სამხედრო
დაფინანსებისთვის (FMF) გამოყოფილი $713 მილიონიდან $322 მილიონი
უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.
FMF-ის თანხებიდან არის გამოყოფილი საქართველოსთვის განკუთვნილი $35
მილიონიც.
დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს
გაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები