უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრძოლაში გამოჩენილი
სიმამაცისთვის ოთხი ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა.
დაჯილდოებულთა სიაში ცოლ-ქმარი რუსუდან ივანეიშვილი და გელა
ბეგლარაშვილი არიან.
დაჯილდოებულ ქართველთა სია ასეთია:
რუსუდან ივანეიშვილი (II ხარისხი)
გელა ბეგლარაშვილი (II ხარისხი)
ანდრია ღარიბაშვილი (III ხარისხი)
რუსლან გოგუა (III ხარისხი)
უკრაინაში 62 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული
პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები