ნორვეგია უკრაინისთვის იარაღის
შესაძენად 43.7 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას
გარ სტოირემ ნორვეგიის პარლამენტთან მიმართვის დროს განაცხადა, რომ
უკრაინისთვის იარაღის დამატებით მიწოდების ვარიანტსაც
განიხილავს.
გასულ კვირას, ნორვეგია უკრაინას
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.
რუსეთ-უკრაინის ომამდე, 1950-იანი
წლებიდან მოყოლებული, ნორვეგია ნატოს არაწევრ ქვეყანას საბრძოლველად
იარაღს არ აძლევდა.
უკრაინაში 62 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ
ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები