ბოლო 24 საათის განმავლობაში,
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 104
კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსით გასულ დღე-ღამეში
არავინ გარდაცვლილა.
თბილისში გამოვლენილია 27
შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი –
1, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5,
მცხეთა-მთიანეთი –1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი – 1.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 654 375 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 636 108, გარდაიცვალა 16 800 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები