უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად
217 ბავშვი დაიღუპა და 391-ზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის
პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადების მიხედვით,
ყველაზე მეტი ბავშვი (124) დონეცკის ოლქში დაშავდა, კიევში – 114,
ჩერნიგოვში– 66.
,,ეს რიცხვები საბოლოო არ
არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ
ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი
მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ
მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, სადაც ახლაც
საომარი მოქმედებები მიმდინარეობს'', - აღნიშნულია უწყების
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის პროკურატურის ცნობით,
რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1500
სასწავლო დაწესებულება. მათგან 102 მთლიანად განადგურდა.
უკრაინაში 62 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ
ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები