გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის
ინფორმაციით, რუსეთს ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი
მიღწევები არ ჰქონია.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით,
უკრაინული ძალების კონტრშეტევები კვლავ აფერხებს რუსი ოკუპანტების
ძალისხმევას.
რუსეთის განცხადებები იმის შესახებ,
რომ მათ მარიუპოლი დაიმორჩილეს და ქალაქზე სრული კონტროლი აქვთ,
სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რაც
აფერხებს რუსეთის მცდელობებს აიღოს ქალაქი და ანელებს ოკუპანტების
წინსვლას დონბასში.
რუსული სამხედრო ძალები კვლავ
ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ზონაში, რათა დაამყარონ
სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და უზრუნველყონ
სახმელეთო გზა აღნიშნულ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს
შორის.
უკრაინაში 59 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ
ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები