ახალი ამბები
აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა უკრაინას დამატებით იარაღს გადასცემს, რუსეთს კი სანქციებს უზრდის
FaceBook
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადეს, რომ უკრაინას დამატებით მძიმე არტილერიას გადასცემენ.
სატელეფონო საუბარი უკრაინის საკითხზე შედგა ბაიდენს, ტრუდოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დელ ლეიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანიულ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, ასევე იტალიის, იაპონიის და პოლონეთის ლიდერებს.

საუბრის შემდეგ ბორის ჯონსონმა კანონმდებლებს უთხრა, რომ საარტილერიო მხარდაჭერა არის ის, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება - დიდი ბრიტანეთი კი, მათ მძიმე არტილერიას გადასცემს.

აშშ პირველად დათანხმდა, რომ კიევს მიაწოდოს ისეთი მაღალი სიმძლავრის შესაძლებლობის მქონე სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი ესკალაციის საფრთხედ აღიქვამდა. დახმარების პაკეტში შედის საბჭოთა წარმოების Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენები, ჰაუბიცები და Switchlade-ის უპილოტო საფრენი აპარატები.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით,ლიდერებმა განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების გეგმები. მისივე განმარტებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა განიხილეს ისიც, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება ომის შემდეგ, თუ ის არ იქნება NATO-ს წევრი და შესაბამისად, ქვეყანაზე სამხედრო ალიანსის მე-5 მუხლი არ გავრცელდება.

"ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი.გარანტიები, რომელსაც უკრაინას ვთავაზობთ, NATO-ს მე-5 მუხლზე მეტად ევროკავშირის თავდაცვის პუნქტს ჰგავს". - ამბობს ფრანგი მაღალჩინოსანი.

უკრაინაში 56 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.