ფერმერები მიწის დასამუშავებლად 1ჰა-ზე 300 ლარის სუბსიდიას მიიღებენ,
- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„სასოფლიო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ
ჰექტარზე 300 ლარით, ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25
ჰექტრამდე მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს ეს
სუბსიდია/ დახმარება დაერიცხება სპეციალურ აგრო-ბარათზე ქულების
სახით. მისი გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდლად.
ეს შეეხება დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს. ვფიქრობთ, რომ ეს
დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების
შემცირებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები