1 ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით
გაიზრდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
სხდომაზე განაცხადა.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150
ლარი. ანუ თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს,
პირველი ივნისიდან'', - განაცხადა პრემიერმა.
ამ დროისთვის დახმარების ოდენობა 100 ლარია.
პრემიერის განმარტებით, სიახლე 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები