ქუთაისის მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას
ეხმაურება.
ჯავახიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები
ადგილობრივ თვითმმართველობას წინასწარ შეძენილი ტექნიკური მარილის
გამო აკრიტიკებენ.
"ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ზედმეტი ხარჯი იყო. ეს
ალბათ იმიტომ, რომ წლების მანძილზე თოვლზე სრიალს მიეჩვია. ახლა
აღმოჩნდა, რომ სპეცტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ერთი
სიტყვით ბატონო გია, იმ ადამიანებს მაინც ეცით პატივი, რომლებიც 24
საათიან რეჟიმში მუშაობენ და წმენდენ ქუჩებს, რათა თქვენ უსაფრთხოდ და
სუფთად გადაადგილდეთ", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ქუთაისის მერიას არასამთვარობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"
დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდით სამუშაოებს უწუნებს.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათვილი ამბობს, რომ
ადგილობრივმა თვითმმართველობამ კამერების წინ მხოლოდ ქალაქის ცენტრი
გაწმინა.
მასალის გამოყენების პირობები