უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ეს ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეთაურმა
ვანო ნადირაძემ გაავრცელა.
ჯერ ცნობილი იყო მხოლოდ
ერთ
ქართველ დაღუპულ მებრძოლზე, რომელიც ქალაქ
რუბეჟნოეში დაიღუპა. მოგვიანებით - კიდევ ორის შესახებ
გახდა ცნობილი.
ასევე მძიმედაა დაჭრილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ 9 მებრძოლია დაღუპული.
უკრაინაში 52-ე დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები
დაკავებული ტერიტორიებიდან და 918 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები