ლიტველ დეპუტატთა ჯგუფი ფაშიზმზე
გამარჯვების დღის, 9 მაისის, უკრაინაში გენოციდის დღედ გამოცხადებას
ითხოვს.
"დღეს მსოფლიო განიცდის
პუტინის რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილ გენოციდს, რომელიც საბჭოთა
კავშირის რეინკარნაციაა. ამრიგად, ეს დღე აერთიანებს უკრაინელების
მიერ მაშინდელ და ახლა განცდილ ტრაგედიებს, ანუ საბჭოთა კავშირის მიერ
ორგანიზებულ გოლოდომორს. დღეს გაერთიანებულია ყველა ის ხოცვა-ჟლეტა,
დეპორტაცია, განადგურება და ომის დანაშაულები რუსი სამხედროების
მიერ ", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
9 მაისი უკრაინაში ომში დაღუპულთა
ხსოვნის დღედ უკვე გამოაცხადა ლატვიის პარლამენტმა.
პროექტის ავტორებს შორის არიან
სეიმის სპიკერი ვიქტორია კმილიტე-ნილსენი, საგარეო საქმეთა და
იუსტიციის მინისტრები, მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორია სეიმის
სპიკერის მოადგილე პაულიუს საუდარგასი.
მასალის გამოყენების პირობები