საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა
ევროკომისიის კითხვები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების
განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადაეცა.
კითხვარის საფუძველზე, ევროკომისია
მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვები იხილეთ ბმულზე
კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს
კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და
სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან
თავსებადობას.
საქართველომ ევროკავშირისგან
კითხვარი 11 აპრილს მიიღო. დოკუმენტი 369 კითხვარისგან შედგება,
რომლის შევსებაზეა დამოკიდებული მიიღებენ თუ არა საქართველოს
ევროკავშირში.
საქართველომ ევროკავშირში
გაწევრიანების განაცხადი სამ მარტს წარადგინა. მთავრობამ დაჩქარებული
წესით განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28
თებერვალს, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირში დაჩქარებული წესით წევრობის
მოთხოვნა.
მასალის გამოყენების პირობები