უკრაინაში რუსულ აგრესიას 200
ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავდა 360 ბავშვი, ჯამში კი რუსეთის აგრესიული
ქმედებების შედეგად დაზარალდა 560 ბავშვი. ყველაზე მეტი ბავშვი
დაზარალდა დონეცკის ოლქში - 117, კიევი - 105, ხარკოვი - 88,
ჩერნიგოვი - 54, ხერსონი - 41, მიკოლაევი - 40, ლუგანსკი - 36,
ზაპოროჟიე - 23, სუმი - 16, ჟიტომირი - 15.
საომარი მოქმედებების პირობებში
დაბომბა 1018 სასწავლო დაწესებულება, მათგან 95 სრულად
განადგურდა.
უკრაინაში 52-ე დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა
ქალაქები.
მასალის გამოყენების პირობები