ქუთაისში, "გვირილობის" დღესასწაული წელსაც ისევე,
როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოკრძალებულად აღინიშნება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
"წელს გვინდოდა პომპეზრად აღგვენიშნა, მაგრამ უკრაინის ომის
გამო თავს შევიკავებთ. დღესასწაულზე იქნება ბანერები "გვირილობის" და
უკრაინის, ეს იქნება ჟესტი სოლიდარობის", - განაცხადა
ქალაქის მერმა ფეისბუკში "ლაივ "ჩართვისას.
ორმასიობამდე 17 დღეა დარჩენილი. თუმცა, მერიაში ჯერ
გეგმაც არ აქვთ თუ რა კონკრეტული ღონისძიებები ჩატარდება და
შესაბამისად, ამ ღონისძიებების განსახორციელებლად ტენდერიც არ
აქვთ გამოცხადებული.
"გეგმა ამ წუთას არ გვაქვს, თუმცა არის მონახაზი და
ზუსტდება'',- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველელობაში ახალი არ არის ის, რომ
სხვადასხვა დღესასწულებზე ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა, მხოლოდ
რამდენიმე დღით ადრე ქვეყნდება.
ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად
"გვირილობის" დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და
სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან
დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან
ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ
იხარჯებოდა.
მასალის გამოყენების პირობები