"ევროპული ქვეყნები,
რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის ყიდვას, ფულს სისხლზე
აკეთებენ" , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ
ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში
ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი. მან ასევე ისაუბრა
უკრაინაში რუსული არმიის სამხედრო დანაშაულებზე.
თავის მორიგ ვიდეომიმართვაში კი,
ზელენსკიმ ომის 50 დღე შეაჯამა და თქვა, რომ უკრაინა თავისუფალი
სამყაროსთვის გმირი გახდა.
"ამ ომის 50 დღის შემდეგ,
უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, მათთვის, ვისაც
აქვს გამბედაობა, ყვავს უწოდოს ყვავი, მათთვის, ვინც პროპაგანდით არ
არის მოწამლული. თქვენ ყველანი გახდით გმირები. ყველა უკრაინელი,
ყველა ჩამოყალიბებული უკრაინელი, რომელიც არ ნებდება. უკრაინა
გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ ამაში", - თქვა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ.
უკრაინაში 51 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა
ქალაქები.
მასალის გამოყენების პირობები