საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უკრაინის რადას
თავმჯდომარეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მხარეები ონლაინ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში
საქართვცელოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური
ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, შალვა პაპუაშვილმა და რუსლან
სტეფანჩუკმა შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი
უკრაინაში და რუსული აგრესიის შედეგები.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა
ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად
მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის
გაცვლა.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების
შესაძლებლობა.
მასალის გამოყენების პირობები