შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის
ახალი სტანდარტით ჩაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 25 აპრილიდან შევა და შეეხება "B",
ასევე, "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მიღების მსურველ მოქალაქეებს.
რეალურ საგზაო პირობებში გამოცდა შემდეგ ქალაქებში ჩატარდება :
ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე,საჩხერე, ოზურგეთი და
ბათუმი, ხოლო ზუგდიდში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვერ
ჩატარდება.
ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების
წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს
მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული
საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო
მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი
ბრძანებით დამტკიცდება.
სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის
დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის
საშუალებით.
,,მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე
ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365
კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების
შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის
დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.365 დღიანი ვადის ამოწურვის
შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული
დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას",-
ნათქვამია ინფორმაციაში.
სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის
დაჯავშნა, შესაძლებელია:
- უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში
გამოცხადებით;
- ვებგვერდის მეშვეობით;
- მობილური აპლიკაციის საშუალებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღნიშნული
ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები