14-15 აპრილს მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა
გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება ალდო ნიკოლაის პიესის მიხედვით დადგმული
სპექტაკლი ,,სიყვარული კუბოს ფიცრამდე".
სპექტაკლის დადგმული რეჟისორი, მთარგმნელი და მუსიკალურად
გამფორმებელი –კახაბერ გოგოლაშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე,
სასცენო მოძრაობა - გიორგი ქართველიშვილი.
მონაწილეობენ: ევა - ინგა კაკიაშვილი, ბრუნო - აბელ სოსელია, მარიო -
გელა ებანოიძე
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში (0431) 24 56 41 და საიტზე
ბილეტები.გე
სტუდენტებზე მოქმედებს 50 % - იანი ფასდაკლება.
მასალის გამოყენების პირობები