გზის პრობლემებია
ვანის, სამტრედიისა და წყალტუბოს სოფლებში.
დიდთოვლობამ იმერეთის რეგიონის რამდენიმე მაღალმთიან სოფელში გზის
პრობლემა შექმნა.
იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილის, პაატა ნადირაძის
განმარტებით, გზის პრობლემებია ვანის, სამტრედიისა და წყალტუბოს
სოფლებში, სადაც ამ დროისთვის გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
"ყველა რეგიონში არის საგანგებო შტაბი შექმნილი. მობილიზებულია
ტექნიკა და შესაბამისად, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
პრობლემები არის მაღალამთიან სოფლებში. თუმცა, დღის ბოლოსთვის იქაც
გაიწმინდება გზა", - განმარტავს ნადირაძე.
მასალის გამოყენების პირობები