ქუთაისში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.
დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემები შექმნა ზოგიერთ უბნებში. გზების
გაწმენდითი სამუშაოები ძირითადად ქალაქის ცენტრაულ ნაწილში
განხორციელდა.
" ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბი, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სერიოზულ
პრობლემასთან საქმე არ გვქონია. ადგილობრივი ძალებით შევძელით თოვლთან
გამკლავება. გვაქვს საკმარისი ტექნიკური საშუალებები და ახალი
სპეციალური ავტომანქანები"- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მერიამ
270 ათასი ლარის ღირებულების სპეცტექნიკა 2014
წელს შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები