საქართველოს თავდაცვის ყოფილი
მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ 2
ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მისივე თქმით, 5 მებრძოლი დაჭრილია.
"9 აპრილი ასე დაგვებედა. 2
დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა", - წერს
ოქრუაშვილი.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან
ირპენსა და მარიუპოლში ოთხი ქართველი დაიღუპა. სამი მათგანი დავით
რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი სამშობლოში უკვე
ჩამოასვენეს. ბახვა ჩიქობავას ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან
გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები