დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა.
ვიზიტი დაუგეგმავი იყო. ამ წუთებში
ბორის ჯონსონის ვიზიტი კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან პირისპირ
შეხვედრით დაიწყო.
დიდი ბრიტანეთი პირველია, რომელმაც
უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
უკრაინაში ომის 45-ე დღეა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ
დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ
სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი
მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო
ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები
და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი
ბავშვია მოკლული.
მასალის გამოყენების პირობები