მესხიშვილის თეატრი უკრაინიდან ლტოლვილებს უფასო სპექტაკლებზე
იწვევს.
თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ის სპექტაკლები,
რომელთა სუპტიტრებით გაშვების საშუალება აქვთ, ყველა უფასო
იქნება უკრაინელებისთვის.
„გვაქვს რამოდენიმე სპექტაკლი,რომლებიც სუბტიტრებით შეგვიძლია
ვაჩვენოთ. მათ შევთავაზებთ უკრაინელებს. ამათ გარდა არის კლასიკური
სპექტაკლები, მაგალითად, "მაკბეტი" ან თუნდაც მიუზიკლი "ბრემენელი
მუსიკოსები" ცნობილი ტექსტებია და არ საჭიროებს სიტყვასიტყვით
თარგმნას. მათზეც შეეძლებათ დასწრება", - ამბობს მესხიშვილის თეატრის
დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.
სუბტიტრებით შემდეგი სპექტაკლები გადის: "ქარი ქრის ვერხვებში",
„დუპლეტი“, „კუ+კოკინა“ და "სიმართლე".
საქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია.
უკრაინაში 46 დღეა ომია.
რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები