ქუთაისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებში, საახალწლოდ ბანანის ფასი
გაორმაგდა.
ერთი კილოგრამი ბანანის ფასი ბაზარში ამ დროისთვის 7ლარიდან 8
ლარამდე მერყეობს, ხოლო სუპერმარკეტებში ბანანის ფასი 8-9 ლარსაც
აღწევს.
როგორც მოვაჭრეებმა "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს ბანანი ბაზარში ძვირად
მომწოდებებმა შეიტანეს.
"მომწოდებლებმა შემოიტანეს საკმაოდ ძვირ ფასებში. ისინი ამ გაძვირებას
მოთხოვნის მატებას უკავშირებენ,"- აცხადებენ მოვაჭრეები.
მოვაჭრეების ნაწილი ბანანის ფასის მატებას მაიმუნის წელს
უკავშირებენ.
"წელს მაიმუნის წელიწადია და ბანანი ძვირად ფასობს, " - ამბობენ
მოვაჭრეები.
მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ბანანის ფასი შესაძლოა კვლავ
გაძვირდეს.
გასული წლის 30 დეკემბრამდე ერთი კილოგრამი ბანანის ფასი ქუთაისში 3
დან 4 ლარამდე იყო.
მასალის გამოყენების პირობები