ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
445 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4
ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:
თბილისში გამოვლენილია 186
შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი -
18, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 20,
მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 3.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 651 322 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 631 009, გარდაიცვალა 16 770 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები