ახალი ამბები
Pink Floyd და Metallica უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ (ვიდეო)
FaceBook
ორი ლეგენდარული ჯგუფი Pink Floyd და Metallica უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. 

Pink Floyd-მა ოცდარვაწლიანი პერიოდის შემდეგ დუმილი დაარღვია და  ახალი სიმღერა Hey Hey Rise Up (feat. Andriy Khlyvnyuk of Boombox
ჩაწერა, რომელიც უკრაინას მიუძღვნა. 




სინგლი გასულ კვირას ჩაიწერა. მასში გამოყენებულია უკრაინელი მომღერლის, ანდრიი ხლივნიუკის პატრიოტული სიმღერის შესრულება Ой у лузі червона калина, რომელიც მან კიევში, წმინდა სოფიას ტაძართან ჩაწერა. სიმღერა მალავე გაჰიტდა და უკრაინის ჰიმნის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამამხნევებელ მუსიკად იქცა. 



როგორც ცნობილია, ანდრიი ხლივნიუკმა მისი ჯგუფი დროებით დატოვა და თავისი ქვეყანის რუსული სამხედრო აგრესიისგან დამცველთა რიგებში ცაეწერა. ხლივნიუკი დაიჭრა კიდეც. თუმცა უკვე დატოვა საავადმყოფო. 

სწორედ ხლივნიუკის  ვიდეოს ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილიPink Floyd-ის გიტარისტს, დევიდ გილმორს, რაიმე გაეკეთებინა უკრაინის დასახმარებლად. 

„იმედი მაქვს, რომ ტრეკი მიიღებს ფართო მხარდაჭერას და საჯაროობას. ჩვენ გვინდა სახსრების შეგროვება და ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის მიმართ. ჩვენი სურვილია ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოს უმეტესობა სრულიად არასწორად თვლის რუსეთის მიერ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანაში, უკრაინაში შეჭრას"
, - თქვა პინკ ფლოიდის ფრონტმენმა დევიდ გილმურმა.

ბრიტანელი მუსიკოსების თქმით, ყველა თანხა, რასაც ისინი შეაგროვებენ, უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს Metallica. ჯგუფმა უკრაინის მხარდასაჭერად სახსრების შეგროვება დაიწყო, ხოლო თავად მუსიკოსებმა 500 ათასი დოლარი გადარიცხეს.

"ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო თვეს! შეუერთდით ჩვენს კამპანიას მაისის ბოლომდე 1 მილიონი დოლარის მოსაგროვებლად".

უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა არაერთმა მსოფლიო მნიშვნელობის მსახიობმა, მუსიკოსმა დ ა მწერალმა. გაიმართა კონცერტები და საქველმოქმედო აქციები უკრაინისთვის თანხების შესაგროვებლად. 

უკრაინაში 44-ე დღეა ომია. რუსი აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.