გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს, უკარაინაში ჩადენილი სისასტიკის
გამო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა.
ხმის მიცემის შედეგად 93-მა წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი
დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის
დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ
გენერალური ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის
უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და
სისტემატიურ დარღვევას“.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, იყო აშშ,
ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, თავად უკრაინა, საქართველო და
ა.შ.
ჩინეთი, სირია და ბელარუსი მათ შორის იყვნენ, ვინც წინააღმდეგ
წავიდა.
ინდოეთი, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა იმ ქვეყნებს შორის არიან,
რომლებმაც თავი შეიკავეს.
გაეროს გენერალური ასამბლეაში 193 წევრია. გენერალური ასამბლეის
წევრების ხმათა 2/3-ს შეუძლია შეუჩეროს ქვეყანას ადამიანის უფლებათა
საბჭოში მუშაობა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური
დარღვევისთვის.
მასალის გამოყენების პირობები