უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომარს ორდენი უკრაინის თავდაცვის
სამინისტრომ ორდენი გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი
ავრცელებს.
"ხარება დღეს წილად მხვდა პატივი უკრაინის თავდაცვის
სამინისტროს სახელით ორდენი გადავცე რატი ბურდულს. მართალია,
ყველაფერი წავშალე რატომ და რისთვის მიიღო, მაგრამ ეს ორდენი სრულიად
საქართველოსთვისაა გადაცემული უკრაინის მიერ“, - წერს
ოქრუაშვილი მის ფეისბუკგვერდზე.
უკრაინაში არაერთი ქართველი მეომარი იბრძვის. ქართველი მეომრების
დანაყოფი ერთ-ერთი ყველაზე დიდია უკრაინაში ჩამოსულ მოხალისეთა
საბრძოლო რაზმებს შორის.
ოთხი ქართველი მებრძოლი ომში დაიღუპა.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7
ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა
ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი
ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები