უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ჩერნიგოვს
(ჩერნიჰივს ეწვია).
მან აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი მსოფლიოსთვის სიმართლის ჩვენება
და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა იყო.
არესტოვიჩმა განმარტა, რომ ჩერნიგოვმა რეალურად გადაარჩინა უკრაინა
ნაწილებად დაშლას, რითაც ხელი შეუშალა რუს
ოკუპანტებს გზების გადაკეტვაში.
არესტოვიჩის თქმით, რუსული ჯარების უკანდახევას კრემლი
განცხადებებით ამართლებს.
"ჯარების გაყვანით ის თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის
პირობების შექმნას ცდილობს, მაგრამ რეალურად მათ სამხედრო მარცხი
განიცადეს", - ამბობს არესტოვიჩი.
უკრაინაში 43 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7
ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა
ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი
ქალაქები და დასახლებული პუნბქტები.
მასალის გამოყენების პირობები