„არ არსებობს სცენარი, რომელშიც უკრაინამ შესაძლოა სუვერენიტეტი
დაკარგოს“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი.
ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას გამარჯვება, ბლინკენმა
უპასუხა:
„რა არის გამარჯვება? ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის და
სუვერენიტეტის შენარჩუნებაა და არ არსებობს სცენარი, რომელშიც ასე არ
მოხდება. უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს“.
შტატების სახელმწიფო მდივანის თქმით, ყველაფერ ამას დრო
დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში იქნება უზარმაზარი დესტრუქცია და
დაიღუპება ბევრი ადამიანი.
„თუმცა, უკრაინელებმა ცალსახად გვიჩვენეს, რომ ისინი ვლადიმერ
პუტინის სურვილს არ დაემორჩილებიან," — ამბობს ენტონი
ბლინკენი.
ტელეკომპანია NBC-ს ბლინკენმა უთხრა, რომ აშშ-მა და მისმა
მოკავშირეებმა უკრაინას უკვე გადასცეს და უახლოეს მომავალში
გადასცემენ "თითოეულ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო
სისტემას".
უკრაინაში 43 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7
ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა
ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი
ქალაქები და დასახლებული პუნბქტები.
მასალის გამოყენების პირობები