7 აპრილს, ბრიუსელში ნატოს საგარეო
საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
მინისტერიალზე მიწვეულია საქართველოც. ბრიუსელში უკვე ჩავიდა
საქართველოს ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ილია
დარჩიაშვილიც. მინისტერიალს ასევე ესწრება აშშ-ს სახელმწიფო
მდივანი.
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლები იმსჯელებენ
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე, ასევე, ნატოს 2030- ის კონცეფციაზე,
ასპირანტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
საქართველოსთან ერთად, შეხვედრაზე
მიწვეული არიან კოლეგები უკრაინიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, და
ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე ნატოს პარტნიორები აზია-წყნარი
ოკეანის რეგიონში - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის
რესპუბლიკა.
მასალის გამოყენების პირობები