უკრაინის მოლოდინით, ევროკავშირის
კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა, რაც თავის მხრივ, ქვეყნის
კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობას გულისხმობს, აპრილის ბოლოს
დასრულდება.
ამის შესახებ უკრაინის
ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ ბრიფინგზე განაცხადა.
"აპრილის ბოლომდე ჩვენ
დავასრულებთ ყველა პროცედურას, რომელიც ეხება ევროკომისიასთან შიდა
მუშაობას და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტენ უკრაინის,
როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ველით, რომ
ევროკომისია ევროკავშირის ლიდერებს წარუდგენს თავის პოზიციას უკრაინის
მიმართ, რომელიც აკმაყოფილებს კოპენჰაგენის წევრობის
კრიტერიუმებს", - თქვა ოლჰა სტეფანიშინამ.
სტეფანიშინამ ასევე თქვა, რომ
უკრაინული მხარე იმედგაცრუებულია იმით, რომ უკრაინას, მოლდოვასა და
საქართველოს ერთნაირად ექცევიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლის
თვალსაზრისით.
"ჩვენი
(უკრაინა-ევროკავშირის) ურთიერთობების დონე რადიკალურად განსხვავებული
იყო და ამ ქვეყნებთან შედარება შეუძლებელია. უკრაინა არის
ევროკავშირის 20 საუკეთესო სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთი",
- თქვა სტეფანიშინამ.
უკრაინამ ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ განცხადება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს
წარადგინა. ასეთივე დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი 3
მარტს მოაწერა.
უკრაინაში ომის 42-ე დღეა.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.
მასალის გამოყენების პირობები