უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ეწვია გათავისუფლებულ
ბუჩას და ირპენს.
ბუჩაში მოგზაურობისას, BBC-მ ჰკითხა ზელენსკის, ჯერ კიდევ ფიქრობს,
რომ შესაძლებელია რუსეთთან მშვიდობის განხილვა.
"დიახ, რადგან უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21-ე საუკუნის
ევროპაში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და სამხედრო
ძალისხმევას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა რუსეთის არმიისგან
კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ. მომდევნო დღეს მსოფლიოს
მასმედია მოიარა კადრებმა, რომლებიც საერთაშორისო სააგენტოების
ჟურნალისტებმა გადაიღეს კიევის შემოგარენში, იმ რაიონებში, რომლებიც
ერთი თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული.
ამ პატარა ქალაქებში იპოვეს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი,
ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ისინი თავში გასროლით
არიან მოკლული. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წასვლამდე რუსეთის
ჯარები შეეცადნენ ზოგიერთი გვამის დაწვას. აღმოჩენილია ძმათა
სასაფლაოები.
უკრაინაში 40 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის
ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო
პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს“ უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები