ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების
გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში
არსებული სიტუაცია და გამოწვეული პრობლემები, რომელიც ამ სექტორს
დაუგროვდა. ბუნებრვია, ყველაზე მეტად კოვიდის გამო ეს სექტორი
დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში.
ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი.
ვფიქრობ, ეს იქნება ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი დახმარება“, -
განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:
სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე
დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში
გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ
საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის
მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული
ქონება.
საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა
ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე
აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება
მასალის გამოყენების პირობები