უკრაინის ქალაქ ბოროდიანკას მიუსაფარი ცხოველების
თავშესაფარში ასეულობით მკვდარი ძაღლი იპოვეს.
მას შემდეგ, რაც რუსი აგრესორებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა
ქალაქი გაათავისუფლა ცხოველთა თავშესაფარში მძიმე სურათი დახვდათ.
რუსი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ 300-ზე მეტი მკვდარი ძაღლი
იპოვეს.
ომის დაწყების შემდეგ ცხოველები ვოლიერებში იყვნენ გამოკეტილი -
საკვებისა და წყლის გარეშე.
485 ძაღლიდან მხოლოდ 150 გადარჩა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 27
ცხოველი სამკურნალოდ კერძო კლინიკებში გადაიყვანეს.
რუსი აგრესორებიდან გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებში დახოცილი და
ნაწამები ადამიანების უმძიმესი კადრები ვრცელდება.
გასვლის წინ რუსულმა ჯარმა ქალაქებში დიდი ტერიტორიები დანაღმული
დატოვა.
უკრაინაში 40 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის
ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო
პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები