საქართველოს პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი, ბუჩაში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების
მასობრივ დახოცვას ეხმაურება და მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ
დანაშაულს უწოდებს.
"ძნელი წარმოსადგენია სამყარო, რომელშიც
ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ ის არსებობს და ჩვენ მასში
ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა
– დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას
ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება,
მაგრამ ამას არასდროს დაივიწყებენ", - წერს სალომე
ზურაბიშვილი
ტვიტერის გვერდზე.
რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინელ სამხედროებს
ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ათობით სამოქალაქო პირის
ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული. ადგილობრივები ჰყვებიან
რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების
ფაქტებზე.
ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ
ჩადენილ სისასტიკეს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ და მას
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდეს. უკრაინის პრეზიდენტმა
ვოლოდიმირ ზელენკსიმ კი ბუჩაში გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა
მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიწვია.
თავის მორიგ ვიდეომიმართვაში მან გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილი
პირველი პირები 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის
გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის რუსეთის მიმართ მათი დამთმობი
პოლიტიკის შედეგი.
უკრაინაში 40 დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები არ
ინდობენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ანადგრურებენ და ბომბავენ
ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა
და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და
ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები