წყალტუბოში, მდინარე ლეხიდარში გადავარდნილი ახალგაზრდა
მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული
რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის
ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.
ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით
პროზექტურაშია გადასვენებული.
2 აპრილს, წყალტუბოს სოფელ ლეიხადარში, მდინარესთან ფეხი დაუცდა და
მდინარეში გადავარდა. მის საშველად მდინარეში ადგილზე მყოფი მამაც
შევიდა, თუმცა, შვილის პოვნა ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები