რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმღძვანელის და
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით
არახამიას განცხადებით, ახლა მათი მიზანია ახალი ნატოს შექმნა.
"ახლა ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ნატო. აშშ-ის სახელმწიფო
მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი წინააღმდეგი არ
არის განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმები, თუმცა სურთ
უფრო ახლოს გაეცნონ საკითხს და შეაფასონ ყველა რისკი", - აცხადებს
დავით არახამია.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარანტორ
ქვეყნებში ასევე იყვნენ თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.
ასევე, ის იმედოვნებს, რომ გარანტორი ქვეყნების ჩამონათვალს
ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდება
ამასთან, როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინა არ მოაწერს ხელს არც ერთ
დოკუმენტს, სადაც რუსეთის ფედერაციას გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების
უფლება ექნება.
ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსული მხარე უკრაინასთან
მოლაპარაკებებისას დაეთანხმა იმას, რომ რეფერენდუმი ერთადერთი
გამოსავალია ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების პროცესში.
კითხვაზე, რა მოხდება იმ შეთხვევაში თუ უკრაინის მოსახლეობა
რეფერენდუმზე მხარს არ დაუჭერს ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის
გამოცხადებას, არახამიამ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში შეთანხმებას
არ ექნება იურიდიული ძალა და უკრაინა ან დაუბრუნდება საომარ ვითარებას
ან დაუბრუნდება მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.
უკრაინაში 39-ე დღეა ომია. 24 თებერვალს, რუსეთმა
სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და
ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის
ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო
ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები