ქუთაისის მერიამ, ქალაქში მყოფ უკრაინელ ბავშვებს
ბოტანიკურ ბაღში უმასპინძლა, სადაც გასართობი ღონისძიება
მოეწყო.
იმერეთის მხარის და ქალაქის პირველმა პირებმა უკრაინელ ბავშვებს
სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მათ მშობლებს კი, სოლიდარობა
გამოუცხდეს.
"უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი გახდა
იძულებული დროებით დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარი მოეძებნა.
ქუთაისმაც შეიფარა უკრაინის მოქალაქეები. განსაკუთრებულად რთულია ეს
ვითარება ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწვია
უკრაინელი ბავშვები ბოტანიკურ ბაღში და მათ ერთი ლამაზი, მხიარული დღე
ვაჩუქე. იმედი მაქვს, ომი უკრაინაში მალე დასრულდება და ისინი
სამშობლოში დაბრუნდებიან", - თქვა ქუთაისის მერმა
იოსებ ხახალეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდამჭერი ტექსტი
ქალაქის მერმა
ომიდან მეოთხე დღეს გაავრცელა.
ადგილობრივ მთავრობაში ომის დაწყებიდან
ხუთდღიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს
დახმარებოდნენ უკრაინაში დამეგობრებულ
ქალაქებს.
მერიაში პირველი მარტიდან დაიწყეს უკრაინელი ხალხისათვის
ჰუმანიტარული დახმარების მოგროვებაც და
შესაბამისი ფონდი შექმნაც.
უკრაინა უკვე 39-ე დღეა რუსულ აგრესიას ებრძვის.
მასალის გამოყენების პირობები