რუსმა აგრესორებმა, ყველა ის
უკრაინული ქალაქი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ და მათი დათმობა
მოუწიათ, დანაღმეს.
ამის შესახებ ბლოგერი დმიტრო
კომაროვის ვიდეო იუწყება. ვიდეოში ჩანს, რომ გათავისუფლებულ ქალაქ
ბუჩაში რუსებმა ნაღმები დატოვეს კორპუსების შესასვლელებში, საბავშვო
მოედნებზე, ტროტუარებზე.
უკრაინის არმია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ქალაქში დაბრუნების და
გადაადგილების დროს იყვნენ რაც შეიძლება ფრთხილად.
ქალაქის ქუჩებში ბევრი მოკლული
ადამიანია, ისინი, ვინც ნაღმზე აფეთქდა ან აგრესორებმა დახვრიტეს,
ამბობს დმიტრო კომაროვი.
"მამაკაცებს 18- დან 60
წლის ჩათვლით ხვრეტდნენ. ხელებშეკრული დახოცილი ადამიანები
ვნახეთ"- ყვებიან უკრაინელი ჯარისკაცები.
მოსახლეობას ერთი თვის განმავლობაში
არ ჰქონდათ საკვები. ბუჩაში მალე შევა ჰუმანიტარული
დახმარება.
უკრაინულმა არმიამ ქვეყნის
ჩრდილოეთით ბევრი ქალაქი და დასახლებული პუნქტი
გაათავისუფლა.
უკრაინაში 38 დღეა ომია. თებერვალს,
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები
ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას
უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო,
სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები