უკრაინაში ომის შედეგად რამდენიმე
ათეული ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაინგრა.
იუნესკოს ცნობით, დაზიანებული ან
დანგრეულია 53 ისტორიულ-რელიგიური ძეგლი.
გაეროს კულტურის სააგენტომ
გამოიყენა სატელიტური სურათები და მოწმეების ანგარიშები 29 რელიგიურ
ადგილზე, 16 ისტორიულ შენობაზე, ოთხ მუზეუმსა და ოთხ ძეგლზე
მიყენებული ზიანის დასადასტურებლად.
ყველაზე დიდი ნგრევა ხარკოვში
მოხდა. დაზიანდა და დაინგრა 18 ისტორიული ადგილი, მათ შორის დრობიცკი
იარი, ჰოლოკოსტის მემორიალი და ხარკოვის ოპერისა და ბალეტის ეროვნული
აკადემიური თეატრი.
თუმცა, უკრაინის იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის შვიდი ძეგლიდან არც ერთი არ დაზიანებულა.
უკრაინაში 38 დღეა ომია. 24
თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული
ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ
დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე,
საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები