უკრაინის გენშტაბის ცნობით,
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა
და ლუგანსკის მიმართულებით რუსი აგრესორების 9 თავდასხმა
მოიგერიეს.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა
გაანადგურეს 8 ტანკი, 44 ჯავშანტექნიკა, 16 ერთეული მანქანა და 10
საარტილერიო სისტემა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქალაქ
ალჩევსკში ადგილობრივმა საავადმყოფომ სოფელ პოპასნას მახლობლად,
საომარი მოქმედებების ზონიდან მიიღო, დაახლოებით 30 დაჭრილი ოკუპანტი
კადიროველთა დაჯგუფებიდან.
მტრის მთლიანი საბრძოლო
დანაკარგებია:
ცოცხალი ძალა - 17 800
ტანკი ‒ 631
საბრძოლო ჯავშანმანქანა ‒
1776
საარტილერიო სისტემა -
317
ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემა
- 54
თვითმფრინავი - 143
ვერტმფრენი - 134
მანქანის აღჭურვილობა -
1236
გემი - 7
საწვავის ავზი - 76
სპეცტექნიკა - 24
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, რუსების მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა დაანგრიეს
აეროდრომები ქალაქ პოლტავასა და დნეპროპეტროვსკში. საჰაერო თავდაცვის
სისტემებმა ქალაქ სუმისა და სოფელ უროჟაინოეს მახლობლად ორი უკრაინული
ვერტმფრენი მი-24 ჩამოაგდეს. ჰაერში ასევე განადგურდა 24 უკრაინული
უპილოტო საფრენი აპარატი. ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა
უკრაინის 67 სამხედრო ობიექტს დაარტყეს. მათ შორის: ორ სამეთაურო
პუნქტს, სარაკეტო და საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის ორ
საცავს, 9 საველე საარტილერიო იარაღს და ნაღმმტყორცნებს.
საერთო ჯამში, როგორც რუსეთის
თავდაცვის სამინისტრო წერს, "სპეცოპერაციის" დაწყებიდან მათ
გაანადგურეს:
124 უკრაინული
თვითმფრინავი
84 შვეულმფრენი
381 უპილოტო საფრენი
აპარატი
1882 ტანკი და სხვა
ჯავშანტექნიკა
203 მრავალჯერადი სარაკეტო
სისტემა
786 საველე საარტილერიო იარაღი და
ნაღმმტყორცნები
1 764 ერთეული სპეციალური სამხედრო
ტექნიკა
უკრაინაში 38 დღეა ომია. 24
თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული
ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ
დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე,
საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები